რატომ არის მნიშვნელოვანი გაზონის სწორი მოვლა
ყოველი სიკეთე, რაზეც ვისაუბრეთ, მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი, ხარისხიანი გაზონიდან მოდის. იმისათვის კი, რომ ასეთი გაზონი გვქონდეს, მას კარგად, სწორად უნდა მოვუაროთ. რას ნიშნავს სწორი მოვლა?
ისევე, როგორც ყველაფერ საქმეს, გაზონის მოვლასაც გარკვეული სახის ცოდნა სჭირდება. დავიწყოთ უმთავრესიდან. საყოველთაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ უნდა ებრძოლო მიზეზს და არა შედეგს, ჩვენს საქმეშიც აქტუალურია. თუ კორდს სარეველა მოეძალა, ეს ნიშნავს, რომ გაზონმა დაკარგა კონკურენტუნარიანობა. ინფექციის წყარო ბუნებაში მუდამ არის. უბრალოდ, იქ მძლავრობს, სადაც მცენარე დასუსტებულია. ამ დროს ერთბაშად შესასხურებელ ქიმიურ საშუალებებს არ უნდა მივმართოთ. შესხურება რაღაც დროით შეაჩერებს პროცესს, მაგრამ _ მხოლოდ დროებით. მთავარი მიზეზის აღმოფხვრაა და არა შედეგთან ბრძოლა. უმჯობესია ფესვებიდან დავიწყოთ და აი, რატომ: გაზონი აისბერგივით არის. მიწის ზედაპირზე ცოტა მოჩანს, მისი ძირითადი მასა _ ფესვთა სისტემა (დაახლოებით 90%) მიწის ქვეშ არის მოქცეული. სწორედ მასზეა დამოკიდებული მთლიანად მწვანე საფარის სიჯანსაღე, სიცოცხლისუნარიანობა, მდგრადობა, ასევე მისი ფუნქციური თვისებები და არარსასურველი ფაქტორებისაგან მისი დაცვა.
ეს არის მიკროორგანიზმებით გაჯერებული მთელი `მიწისქვეშა სამყარო~, რომელიც შეუსვენებლად `შრომობს~. მის ფინქციაში შედის: მცენარისათვის უაღრესად საჭირო მინერალების მოპოვება და გადამუშავება, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათA სინთეზი, წყლის გაწმენდა და გადამუშავება, ორგანულ ნივთიერებათა `დასაწყობება~. როდესაც გაზონის ფესვთა სისტემა ძლიერია, იგი რომც დაზიანდეს, იოლად ერევა ავადმყოფობას და აღიდგენს ფორმას. მაგრამ თუ ფესვები დასუსტდა, მცენარის დღეები დათვლილია, როგორი ჯანსაღადაც უნდა გამოიყურებოდეს. ასე რომ, მთავარია ის, რაც არის მიწისქვეშ და არა ის, რასაც თვალით ვხედავთ მიწის ზემოთ. მწვანე კორდის მოვლის დროს უპირველესად ეს მომენტი უნდა იქნას გათვალსწინებული.
ჩვენ მომხმარებელს გაზონის მოვლის სერვისსაც ვთავაზობთ და დაინტერესებულ შემკვეთს (იქნება ეს სახელმწიფო დაწესებულება თუ კერძო პირი) უფასო კონსულტაციებსაც.