• info@greenplus.ge


ჩვენ გთავაზობთ

ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულებები ანუ რას ვთავაზობთ მომხმარებელს.
ერთ ინგლისელ მებაღეს ჰკითხეს, რა არის საჭირო იდეალური გაზონისათვისო. - რეგულარულად უნდა კრიჭოთ ასე, სამასი წლის მანძილზე... - უპასუხა მებაღემ. ინგლისისა არ ვიცით, ჩვენი მოთმინება კი საუკუნეებზე გათვლილი ნამდვილად არ არის. ჩვენ გვინდა სწრაფად, იაფად, ხარისხიანად! საბჭოეთის ეს ლოზუნგი მხოლოდ ლოზუნგი იყო იდეოლოგიის სამსახურში ჩამდგარი, ჩვენ კი სწორედ ამგვარ მომსახურებას ვთავაზობთ მომხმარებელს - ოპერტიულს, ხელმისაწვდომს და, რაც მთავარია, ხარისხიანს. ჩვენი პრიორიტეტია შემკვეთის სურვილების და აღებული ვალდებულებების უპირობო შესრულება. ეს ვალდებულებებია:

• შესასრულებელი სამუშაოების პროექტირება და მისი შეთანხმება შემკვეთთან.

• ლანდშაფტური დიზაინის კონცეფციის დამუშავება ყველა კონკრეტული ადგილმდებარეობისათვის.

• მზა გაზონის წარმოება.

• ჰიდროთესვა.

• გამწვანებული ნაკვეთის მოვლა შემდგომში.

• უფასო კონსულტირება _ გაზონის მოვლისათვის საჭირო ცოდნის გადაცემა შემკვეთისათვის.


ეს ზოგადად. უფრო კონკრეტულად კი მეთოდურად ხორციელდება შემდეგი სახის სამუშაოები: გრუნტის სათანადოდ მომზადება, ადგილობრივი მიკროკლიმატისა და ნიადაგის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი საჭირო შემადგენლობით უზრუნველყოფა, - თუ საჭიროა განოყიერება, - მხოლოდ უმაღლესი ხარისხის თესლის გამოყენება; და ეს ყოველი ტექნოლოგიური პროცესის მკაცრი დაცვითა და სათანადო თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით.

კონტაქტი
Leaf Image

არა მხოლოდ ლამაზი, არამედ საჭირო

ჩვენი ბლოგი

რატომ არის მნიშვნელოვანი გაზონის სწორი მოვლა

რატომ არის მნიშვნელოვანი გაზონის სწორი მოვლა ყოველი სიკეთე, რაზეც ვისაუბრეთ, მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი, ხარისხიანი გაზონიდან მოდის. ...
12 07, 2018

მწვანე კორდის სიკეთე

განუზომელია ეს სიკეთე. საუკეთესო დაცვა მიწისა წყლისა და ქარის ეროზიისაგან არის სწორედ მწვანე კორდი. ის ათჯერ უკეთ ...
12 07, 2018

რულონური გაზონი

კარგ გაზონს შემდეგი თვისებები უნდა ჰქონდეს: 1. არ უნდა ერიოს სარეველა. 2. რულონის ფირფიტა ადვილად არ უნდა ...
17 10, 2018